Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოკარი“: დაკარგულად ითვლება 29 მენავთობე მუშა


ნავთობის მომპოვებელი პლატფორმა კასპიის ზღვაში
ნავთობის მომპოვებელი პლატფორმა კასპიის ზღვაში

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, მაშველებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს იმ 29 მენავთობე მუშის მოძებნა, რომლებიც 4 დეკემბერს, გვიან ღამით კასპიის ზღვაში მომხდარი ძლიერი შტორმის შემდეგ გაუჩინარდნენ. აზერბაიჯანის მთავრობამ 6 დეკემბერს განაცხადა, რომ ხანძრის შემდეგ ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე ნაპოვნია მეორე დაღუპული მუშის გვამი. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გლოვის დღე გამოაცხადა დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად. ბაქოში და მის დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ დროშები ნახევრად დაშვებულია. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია, "სოკარი", აცხადებს, რომ მაშველებმა პლატფორმიდან 33 მუშის გადარჩენა შეძლეს. აზერბაიჯანის ნავთობის სექტორის მუშათა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, მირვარი გახრამანლიმ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ დაიღუპა 32 და გადაარჩინეს 42 მუშა. თუმცა "სოკარს" ეს განცხადება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG