Accessibility links

ბელგიის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით სამი პირი დააკავა


ბელგიის ფედერალური პროკურატურის ოფისმა დააკავა სამი ბელგიელი, რომლებიც ტერორისტული მიზნით მკვლელობის განზრახვასა და ერთ-ერთი ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისათვის არიან ბრალდებულნი.

18 ივნისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, 17-18 ივნისის განმავლობაში, პოლიციამ ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ცხრა პირი დააკავა. ბელგიის საზოგადოებრივ ტელეარხ VTM-ის თანახმად, დაკავებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ბრიუსელში ამ უქმეებზე აპირებდნენ ტერაქტების მოწყობას. მარტში თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბრიუსელში 32 ადამიანი მოკლეს ქვეყნის აეროპორტსა და მეტროს სადგურებში მოწყობილი იერიშების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG