Accessibility links

თურქეთში დააკავეს "ამნესტი ინტერნეშნლის" ადგილობრივი ხელმძღვანელი


ტანერ კილიჩი

თურქეთში დააკავეს ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშნლის“ ადგილობრივი ხელმძღვანელი, ტანერ კილიჩი მუსლიმ სასულიერო პირთან, ფეთულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანით.

ანკარა გიულენს ადანაშაულებს შარშანდელი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, რასაც გიულენი უარყოფს. „ამნესტი“ იუწყება, რომ ტანერ კილიჩი და კიდევ 22 იურისტი 6 ივნისს დააკავეს ეგეოსის ზღვის პირა იზმირის პროვინციაში.

ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პუტჩთან კავშირში ეჭვმიტანით დააკავეს 50 ათასამდე და სამსახურიდან გაუშვეს 150 ათასამდე ადამიანი, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებას იყენებს საბაბად ოპონენტების გზიდან ჩამოსაცილებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG