Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე


გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:19 0:00

15 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოცირიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი. მან ილაპარაკა კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილეთა სარჩელზე, რომელიც 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: "საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სატელეფონო მოსმენების განსახორციელებლად ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფლობის, განთავსებისა და მისი უშუალოდ გამოყენების გზით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა, ასევე კავშირგაბმულობის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება". გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის მოქმედი წესი. გიორგი გოცირიძემ განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსი და ილაპარაკა იმ მოდელზე, რომელსაც "ეს შენ გეხება" სულ მალე წარუდგენს კანონმდებლებს და რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას. ფარული თვალთვალისა და მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს 11 თვიანი ვადა მიეცა.

XS
SM
MD
LG