Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ქევხიშვილი ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკის განვითარების ურთიერთმიმართებაზე


20 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალქესანდრე ქევხიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა ეკონომიკური თავისუფლებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ურთიერთმიმართებაზე. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. ალექსანდრე ქევხიშვილმა განმარტა კრიტერიუმები, რითაც, ამერიკული ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ალექსანდრე ქევხიშვილმა ახსნა ისიც, თუ რატომ მოხვდა საქართველო "ეკონომიკური თავისუფლების ინდექს - 2016"-ის სიაში იაპონიასა და ფინეთს შორის. გია ჯანდიერმა კი აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გამონახოს თავისი წარმატებული ბალანსი ეკონომიკურ თავისუფლებასა და რეგულაციას შორის. ის ფიქრობს, რომ მიმზიდველობის გასაზრდელად საქართველომ უსაფრთხოების და პოლიტიკური რისკები ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით უნდა დააბალანსოს. ალექსანდრე ქევხიშვილმა განმარტა, რომ რეიტინგები (მათ შორის, ეკონომიკური თავისუფლების) სწორად უნდა იყოს წაკითხული და გამოყენებული.

XS
SM
MD
LG