Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე კანდელაკი თვითმმართველობის არჩევნებზე


კონსტანტინე კანდელაკი თვითმმართველობის არჩევნებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:52:35 0:00

21 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა ხაზი გაუსვა ამომრჩევლის როლს როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდეგ - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მნიშვნელობაში. კონსტანტინე კანდელაკმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსები თითქმის არ უთმობდნენ დროს არჩევნების შემდეგ პერიოდში ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესახებ საუბარს. "დილის საუბრებში" საარჩევნო დღის დაწყებისას არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ: რადიო თავისუფლების ქუთაისისა და ბათუმის კორესპონდენტებისგან. გადაცემაში ჩაერთო ანა ნაცვლიშვილი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, რომელმაც დილით აღნუსხულ ტენდენციურ დარღვევად დაასახელა ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობა. გადაცემაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან ჩაერთო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, რომელმაც ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ უბნებში საარჩევნო პროცედურების დარღვევებსა და კომისიის წევრთა მომზადების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

XS
SM
MD
LG