Accessibility links

დონალდ ტრამპი „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს აჟიოტაჟს მოსკოვთან მისი კავშირების თაობაზე


დონალდ ტრამპი

18 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რასაც „ამერიკის ისტორიაში პოლიტიკოსზე ყველაზე დიდი კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, ვინ ჰყავდა მხედველობაში, პრესა, მისი ოპონენტი პოლიტიკოსები, თუ სპეციალური უფლებებით აღჭურვილი მრჩევლის დანიშვნა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში 18 სატელეფონო და ელექტრონული კონტაქტი შედგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კომისიის წევრებსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის. ამერიკის ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ანონიმური წყაროებისაგან მიღებული ცნობების მიხედვით, ამ კონტაქტების შესახებ ცნობილია საგამოძიებო უწყებებისათვის, რომლებიც მოსკოვთან დონალდ ტრამპის წარმომადგენლების შესაძლოა კავშირებს ადგენენ.

ტვიტერით გავრცელებულ წინა ცნობას, დონალდ ტრამპმა ორიოდე წუთში მოაყოლა კიდევ ერთი კომენტარი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „არასოდეს ყოფილა დანიშნული სპეციალური მრჩეველი“, რომელიც იმ უკანონო ქმედებებს გამოიძიებდა, რომლებსაც, ტრამპის თანახმად, ადგილი ჰქონდა მისი მეტოქის, ჰილარი კლინტონის კამპანიისა და წინამორბედის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მხრიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG