Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი: ბრიტანეთის შემოთავაზება მოლოდინს არ ამართლებს


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის შეთავაზება ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებების შესახებ, როცა ის დატოვებს ბლოკს, ჩვენს იმედებს არ ამართლებს, ის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას აუარესებსო. მან ამის შესახებ აღნიშნა ბრიუსელში, ორდღიანი სამიტის დროს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიტანეთის გეგმებს კარგი დასაწყისი, მაგრამ "არა გარღვევა" უწოდა. თვითონ ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ თქვა, რომ მის მიერ შეთავაზებული წინადადებები "სამართლიანი და სერიოზულია". დიდი ბრიტანეთის უფრო დეტალური გეგმას პარლამენტს წარუდგენენ 26 ივნისს.

დიდი ბრიტანეთი უფრო დეტალურ გეგმას პარლამენტს 26 ივნისს წარუდგენს. ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბრექსიტზე მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG