Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედინაია როსიამ“ სრული უმრავლესობა მოიპოვა რუსეთის ახალ პარლამენტში


რუსეთის მმართველმა პარტიამ, „ედინაია როსიამ“ სრული უმრავლესობა მოიპოვა ახალი, მე-7 მოწვევის პარლამენტში. 18 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ბიულეტენების 93%-ის მონაცემებს ეფუძნება, პრეზიდენტ პუტინის პარტიას ხმების 54,28% აქვს. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია 13,45%-ით, მესამეზე ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, 13,24%-ით და მეოთხეზე პარტია „სპრავედლივაია როსია,“ ხმების 6,17%-ით. სწორედ ეს 4 პარტია იყო წარმოდგენილი წინა მოწვევის პარლამენტშიც. წინასწარი შედეგებით, დუმის არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებმა პარტიული სიებით ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი, თუმცა ორ მათგანს, „როდინას“ და „სამოქალაქო პლატფორმას“ პარლამენტში ერთმანდატიანი ოლქებიდან ეყოლება თითო დეპუტატი. დუმის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 225 ერთმანდატიანი ოლქიდან 203-ში გაიმარჯვეს მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ კანდიდატებმა. რუსეთის მე-7 მოწვევის პარლამენტის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. 225 დეპუტატი პარტიული სიით აირჩიეს და ამდენივე ერთმანდატიან ოლქებში. რუსეთის ცსკ-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47,81% შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG