Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გიგაური


სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გიგაური
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:23:16 0:00

17 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა "ფრიდომ ჰაუსის" წლიურ ანგარიშზე, რომელშიც შეფასებულია მსოფლიოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა. საქართველოს კვლავ 64 ქულა მიენიჭა და "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების რიგში დარჩა, თუმცა, ის მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც "საგანგებო დაკვირვებას" საჭიროებენ. ამ დროისთვის გამოქვეყნებულ ტექსტში ხაზგასმულია კონსტიტუციური ცვლილებებით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადების საკითხი და აფგან მუხთარლის თბილისიდან "გატაცების" საქმე. აგრეთვე გამოთქმულია შეშფოთება საქმეში საქართველოს ხელისუფლების სავარაუდო მონაწილეობის გამო. ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმე განყენებულად ვერ განიხილება, არამედ ის სისტემურ პრობლემებს წარმოაჩენს. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ეფექტიანი გამოძიების მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ პროცესის მიმართ უნდობლობის საკითხზე. ეკა გიგაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აქტუალურობას. ის თვლის, რომ საკითხის დასაძრავად, საჭიროა რომელიმე სამთავრობო უწყებამ აიღოს ინიციატივა. ეკა გიგაური განმარტავს, რომ ასეთი მექანიზმის შექმნის იდეა არ უნდა იწვევდეს შეშფოთებას და ასეთის მუშაობის პრაქტიკა არსებობს დასავლეთშიც. დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნისას პრინციპულ საკითხებად ეკა გიგაური ასახელებს მისი დანიშვნის წესი, რომელიც დამოუკიდებლობის გარანტიებს მიცემდა მას და აგრეთვე ის, რომ მას ჰქონდეს გამოძიებისა და დევნის უფლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG