Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექიმები უსაზღვრებოდ“ მოითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას


უსაფრთხოების ძალების საპატრულო ჯავშანმანქანა ყუნდუზში
უსაფრთხოების ძალების საპატრულო ჯავშანმანქანა ყუნდუზში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბოდიში მოუხადა ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“ ავღანეთში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის გამო, რასაც ამ ორგანიზაციის საავადმყოფოს განადგურება მოჰყვა. ობამამ სამძიმარი გამოთქვა ორგანიზაციის თანამშრომლებისა და პაციენტების დაღუპვის გამო.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიიღო პრეზიდენტის ბოდიში, თუმცა ფაქტების დასადგენად მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ბარაკ ობამა ასევე ესაუბრა ავღანეთის პრეზიდენტს და მწუხარება გამოთქვა დაღუპული პაციენტებისა და ექიმების გამო.

საავადმყოფოში, რომელიც ქალაქ ყუნდუზში მდებარეობს, 3 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG