Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობის არალეგალურ ბიზნესშია ჩართული


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოიანის განცხადებით, იგი ფლობს მტკიცებულებებს, რომ რუსეთი ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობის არალეგალურ ბიზნესში მონაწილეობს. „ეს მტკიცებულებები ჩვენს ხელთაა და ჩვენ მას მთელ მსოფლიოს გავაცნობთ“, - განაცხადა 3 დეკემბერს ანკარაში გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში ერდოანმა, რომელსაც კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. 2 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი და მისი ოჯახი დაადანაშაულა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით არალეგალურ ბიზნესში მონაწილეობაში. ამ ბრალდებებს ერდოანმა „ამორალური“ უწოდა და განაცხადა, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მზად არის, დატოვოს თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG