Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი: ავტობუსის აფეთქების შემდეგ უშიშროების ზომები გამკაცრდა


სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა პოლიციას დაავალა უშიშროების ზომების გამკაცრება მას შემდეგ, რაც წუხელ ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი მგზავრი და დაიჭრა შვიდი ადამიანი. სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22 საათზე მოხდა ქალაქის ცენტრის მახლობლად მდებარე რაიონში. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. სომხეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, შესაძლოა თუ არა, რომ აფეთქება ბომბით ყოფილიყო მოწყობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG