Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში იმართება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი


ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტიის მონაწილეები
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტიის მონაწილეები

ასტანაში იმართება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასპინძელი ყაზახეთის, ასევე ყირგიზეთის, სომხეთის, ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტები იმსჯელებენ ევრაზიული ინტეგრაციის გაღრმავებაზე, ჩინეთთან თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე.

ევრაზიული სამიტის დაწყებამდე გაიმართა ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - ნურსულთან ნაზარბაევისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობაზე მოსალაპარაკებლად.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არსებობს 2014 წლის 29 მაისიდან: იმ დღეს რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ლიდერებმა ასტანაში ხელი მოაწერეს დამფუძნებელ ხელშეკრულებას. მოგვიანებით ამ ჯგუფს სომხეთი და ყირგიზეთი შეუერთდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG