Accessibility links

გაერომ შეაჩერა ჰუმანიტარული ოპერაციები სირიაში


გაერომ შეწყვიტა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონების გაგზავნა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ავტოკოლონაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოს მახლობლად. სირიელი აქტივისტების მონაცემებით, იერიშმა, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის პრესმდივნის, იენს ლერკეს განცხადებით, დახმარების მიწოდება შეჩერებულია, სანამ მიმდინარეობს უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შემოწმება. აშშ-ის მთავრობამ „აღშფოთება“ გამოხატა ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონაზე 19 სექტემბერს მოწყობილი თავდასხმის გამო. ნათელი არ არის, რომელი მხარის საჰაერო ძალებმა განახორციელეს იერიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG