რევოლუციის ნაკვალევზე

როგორ გამოიყურება რუსეთის 1917 წლის რევოლუციის ადგილები დღეს?

ფოტოები და ტექსტი - ამოს ჩეპლი

ციფრული დამუშავება - ვოიტეკ გროიეცი

1917 წლის მოვლენებმა შეცვალა რუსეთის და მთელი მსოფლიოს ისტორია. თუმცა, როგორც ისტორიული და თანამედროვე ფოტოების ეს კოლაჟი მოწმობს, რუსეთის ორ უდიდეს ქალაქში ბევრი ადგილი პრაქტიკულად უცვლელადაა შენარჩუნებული - რევოლუციის საუკუნეში თუ იმპერიის დანგრევის, შექმნისა და ისევ დანგრევის პერიოდში.

დააწკაპუნეთ და გაწიეთ, ორჯერ დააწკაპუნეთ, ან სურათიდან სურათზე გადასასვლელად გამოიყენეთ სლაიდერი.

სანქტ-პეტერბურგი

ზამთრის სასახლე

1917
2017

იმპერატორი ნიკოლოზ მეორე სიტყვას წარმოთქვამს 1914 წლის 20 ივლისს. რამდენიმე დღეში მეფე ჯარის მობილიზებას მოახდენს რუსეთის „პატარა სლავი ძმების“ დასაცავად სერბიაში, სადაც ისინი ავსტრიის არტილერიის სამიზნე გამხდარან. მალე ეს კონფლიქტი პირველ მსოფლიო ომში გადაიზრდება.

ნიკოლოზ მეორის მოსასმენად მისულ ხალხს წარმოდგენა არა აქვს, რომ მათი მეფე უფსკრულის პირას დგას.

1914 Photo: Beinecke Rare Book and Manuscript Library, Yale University

რუსეთი მოუმზადებელი იყო ომისათვის კოალიციასთან, რომელსაც სამრეწველო თვალსაზრისით მაღალგანვითარებული გერმანია ედგა სათავეში. 1917 წელს პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველებზე უკვე მილიონამდე რუსი იყო დაცემული - მათს უმეტესობას შეადგენდნენ სამხედრო ფორმებში ჩაცმული გლეხები და მუშები, რომლებიც, ეს ომი რომ არა, საკვები პროდუქტებით მოამარაგებდნენ რუსეთის ქალაქებს. ომის პერიოდის რუსეთში ნორმად იქცა საკვების უკმარისობა და შიმშილი.

ქვეყანაში, სადაც დიდგვაროვანთა ფუფუნებაში ცხოვრება კარგა ხნის განმავლობაში იწვევდა უკმაყოფილებას დაბალ კლასებში, ომმა ბიძგი მისცა სულ უფრო რადიკალურ განცხადებებს ქუჩებსა და ქარხნებში. სიძულვილი დიდწილად მიმართული იყო დედოფლის, წარმოშობით გერმანელი ალექსანდრა ფეოდოროვნას მიმართ, რომელიც, გავრცელებული მოსაზრებით, გერმანიის ჯაშუში იყო.

ფოტო: რუსეთის ჯარი პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტზე

რუსეთი მოუმზადებელი იყო ომისათვის კოალიციასთან, რომელსაც სამრეწველო თვალსაზრისით მაღალგანვითარებული გერმანია ედგა სათავეში. 1917 წელს პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველებზე უკვე მილიონამდე რუსი იყო დაცემული - მათს უმეტესობას შეადგენდნენ სამხედრო ფორმებში ჩაცმული გლეხები და მუშები, რომლებიც, ეს ომი რომ არა, საკვები პროდუქტებით მოამარაგებდნენ რუსეთის ქალაქებს. ომის პერიოდის რუსეთში ნორმად იქცა საკვების უკმარისობა და შიმშილი.

ქვეყანაში, სადაც დიდგვაროვანთა ფუფუნებაში ცხოვრება კარგა ხნის განმავლობაში იწვევდა უკმაყოფილებას დაბალ კლასებში, ომმა ბიძგი მისცა სულ უფრო რადიკალურ განცხადებებს ქუჩებსა და ქარხნებში. სიძულვილი დიდწილად მიმართული იყო დედოფლის, წარმოშობით გერმანელი ალექსანდრა ფეოდოროვნას მიმართ, რომელიც, გავრცელებული მოსაზრებით, გერმანიის ჯაშუში იყო.

ფოტო: რუსეთის ჯარი პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტზე

იმის გამო, რომ მეფე ფრონტის ხაზზე იყო წასული და რუსეთის საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობდა, დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგში - მაშინდელ პეტროგრადში - ქვეყნის მართვის სადავეები ალექსანდრას ეპყრა ხელთ. მისი „სულიერი მრჩეველი“ იყო ციმბირელი მისტიკოსი გრიგორი რასპუტინი - რუსი გლეხი, რომლის გატაცებამ მეძავებითა და ალკოჰოლით ჩრდილი მიაყენა მეფე-დედოფლის რეპუტაციასაც.

1917 წელს ალექსანდრა ფეოდოროვნას ერთმა თანამედროვემ მას „სასტიკად და საყოველთაოდ საძულველი“ ფიგურა უწოდა.
გრიგორი რასპუტინი. 1916 წლის დეკემბერში სექსუალური თავგადასავლებით ცნობილი სასულიერო პირი რუსმა არისტოკრატებმა მოკლეს.
წელს ალექსანდრა ფეოდოროვნას ერთმა თანამედროვემ მას „სასტიკად და საყოველთაოდ საძულველი“ ფიგურა უწოდა." Grigory Rasputin. In December 1916, the reputedly lascivious holy man was assassinated by Russian noblemen. (Public Domain)

1917 წლის თებერვალში მატარებლები, რომლებსაც სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობა უნდა მოემარაგებინა ფქვილით, ქვანახშირითა და შეშით, ძლიერმა ქარბუქმა გააჩერა. ეს ბოლო წვეთი იყო - მეფისა და მისი ოჯახის მიმართ მოსახლეობაში არსებული გაღიზიანება რისხვაში გადაიზარდა.

22 თებერვალს (ძველი სტილით) მშიერი დემონსტრანტები ქუჩებში გავიდნენ და პური მოითხოვეს. მათი რიგები იზრდებოდა და ქალაქის ქუჩებში ისმოდა შეძახილები: „ძირს ავტოკრატია! ძირს ომი!“

ნიკოლოზმა, რომელიც ფრონტის ხაზზე თავისი სამეფო მატარებლით მიემგზავრებოდა, სწორად ვერ განსაზღვრა დედაქალაქში შექმნილი განწყობა და სამხედროებს უბრძანა, ხალხისგან ქუჩების გასაწმენდად ნებისმიერი საშუალებისთვის მიემართათ. პოლიციამ ტყვიები დაუშინა დემონსტრანტებს, თუმცა მეფის ძალები სისხლს შეუზღუდავად ვერ დაღვრიდნენ. ერთმა სამხედრომ, რომელსაც უბრძანეს, ბრბოსთვის ესროლა, ასეთი რამ თქვა: „ჩვენი მამები, დედები, დები, ძმები და საცოლეები პურს ითხოვენ. განა ისინი ამისთვის უნდა დავხოცოთ?“

სანქტ-პეტერბურგი

მარსის ველი

1917
2017

რევოლუციის მსხვერპლთა დაკრძალვა

1917 Photo: Shutterstock

სანქტ-პეტერბურგი

მარსის ველი

რევოლუციის მსხვერპლთა დაკრძალვა

1917 Photo: Shutterstock

მოსკოვი

წითელი მოედანი

1917
2017

რევოლუცია მალე მთელ რუსეთს მოედო. მოსკოვში წარმოთქმული პოლიტიკური სიტყვა თებერვლის რევოლუციის პირველ დღეებშია გადაღებული ფოტოზე.

1917 Photo: Alamy

ამბოხების სულისკვეთებამ სანქტ-პეტერბურგში თანდათან მოიცვა ჯარი. მეფეს, რომელსაც სწამდა, რომ „მისი ბედი უბედობა იყო“, არჩევანი თითქმის აღარ რჩებოდა. ქუჩებში ჩამოხიეს და დაწვეს ცარისტული სიმბოლოები, მეფის მატარებელი, საფრთხისგან დასაცავად, მოშორებით მდებარე სათადარიგო ლიანდაგზე გააჩერეს. ვაგონში მრჩევლები შეევედრნენ მეფეს, ტახტზე უარი თქვიო, და ნიკოლოზი ასეც მოიქცა. მალე ის ოჯახთან ერთად დაატყვევეს. რუსეთში რომანოვთა მმართველობის 300-წლიანი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა.

სანქტ-პეტერბურგში ცეცხლს უკიდებენ ცარისტულ ემბლემას.

ამბოხების სულისკვეთებამ სანქტ-პეტერბურგში თანდათან მოიცვა ჯარი. მეფეს, რომელსაც სწამდა, რომ „მისი ბედი უბედობა იყო“, არჩევანი თითქმის აღარ რჩებოდა. ქუჩებში ჩამოხიეს და დაწვეს ცარისტული სიმბოლოები, მეფის მატარებელი, საფრთხისგან დასაცავად, მოშორებით მდებარე სათადარიგო ლიანდაგზე გააჩერეს. ვაგონში მრჩევლები შეევედრნენ მეფეს, ტახტზე უარი თქვიო, და ნიკოლოზი ასეც მოიქცა. მალე ის ოჯახთან ერთად დაატყვევეს. რუსეთში რომანოვთა მმართველობის 300-წლიანი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა.

სანქტ-პეტერბურგში ცეცხლს უკიდებენ ცარისტულ ემბლემას.

სანქტ-პეტერბურგი

სასახლის მოედანი

1917
2017

ჯარისკაცებით სავსე სატვირთო მანქანა სანქტ-პეტერბურგის ცენტრში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ასეთი მანქანები ქალაქის ცენტრში „შეშლილი, უზარმაზარი ზღარბებივით“ დაქროდნენ.

1917 Photo: Shutterstock

სანქტ-პეტერბურგი

სასახლის მოედანი

ჯარისკაცებით სავსე სატვირთო მანქანა სანქტ-პეტერბურგის ცენტრში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ასეთი მანქანები ქალაქის ცენტრში „შეშლილი, უზარმაზარი ზღარბებივით“ დაქროდნენ.

1917 Photo: Shutterstock

სანქტ-პეტერბურგი

ალექსანდრეს სასახლე

1917
2017

ყოფილი მეფის სამი ქალიშვილი და ვაჟი, ტახტის ყოფილი მემკვიდრე, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ტყვეობაში. ამ ფოტოს გადაღებიდან წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა ბოლშევიკმა რევოლუციონერებმა მთელი ოჯახი დახვრიტეს.

1917 Photo: : Tass

მეფის გადადგომის შემდეგ შექმნილ ეიფორიულ ატმოსფეროში ქვეყნის მართვა დროებითმა, ანუ გარდამავალმა მთავრობამ ჩაიბარა. მის პარალელურად, რიგითმა მუშებმა და სამხედროებმა შექმნეს საბჭოები, რათა უზრუნველეყოთ გადაწყვეტილებებში თავიანთი მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილებებიდან უმნიშვნელოვანესი ის იყო, უნდა გაეგრძელებინა თუ არა რუსეთს ომი.

სანქტ-პეტერბურგი

მარსის ველი

1917
2017

წლის მაისი, დემონსტრაცია სანქტ-პეტერბურგში. იმ გაზაფხულზე ახალი რუსეთი საკუთარ თავს „მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყნად“ ასაღებდა, ქუჩებში იმართებოდა სახელდახელო პოლიტიკური შეკრებები.

1917 Photo: Public Domain

სანქტ-პეტერბურგი

მარსის ველი

წლის მაისი, დემონსტრაცია სანქტ-პეტერბურგში. იმ გაზაფხულზე ახალი რუსეთი საკუთარ თავს „მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყნად“ ასაღებდა, ქუჩებში იმართებოდა სახელდახელო პოლიტიკური შეკრებები.

1917 Photo: Public Domain

ვლადიმირ ლენინი (Public domain)

სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანიამ რუსეთში გამოგზავნა გადასახლებული რევოლუციონერი, ვლადიმერ ლენინი, რომელიც ომის მოწინააღმდეგე იყო. გერმანია რისკზე წავიდა - ჩათვალა, რომ მაშინაც კი, თუკი ლენინი ხელისუფლებას ვერ დაეუფლებოდა და გერმანიას არ დაუზავდებოდა, მისი ადგილზე ყოფნა „ჭირის ბაცილასავით“ იმოქმედებდა რუსეთზე და ქაოსს გაავრცელებდა.

როცა დროებითი ხელისუფლება გამოვიდა არა მხოლოდ ომის გაგრძელების, არამედ გერმანიაზე მასშტაბური თავდასხმისთვის მომზადების მოწოდებებით, მძაფრი უკმაყოფილება გამოვლინდა ქუჩებში. სანქტ-პეტერბურგში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომლის მოთხოვნა იყო ხელისუფლება სახალხო საბჭოებს გადაებარებინათ დროებითი ხელისუფლებისგან, რომელიც, ბევრის აღქმით, რევოლუციის წინააღმდეგ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დროებითი მთავრობა თითქმის უძლური იყო შეიარაღებული, განრისხებული ჯგუფების წინაშე, ის არ დამხობილა და ხელისუფლება საბჭოებმა ვერ ჩაიგდეს ხელში. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა საბჭოს წევრს დაუძახა, „აიღე ხელისუფლება, შე ნაბიჭვარო, როცა ის გეძლევა.“

სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანიამ რუსეთში გამოგზავნა გადასახლებული რევოლუციონერი, ვლადიმერ ლენინი, რომელიც ომის მოწინააღმდეგე იყო. გერმანია რისკზე წავიდა - ჩათვალა, რომ მაშინაც კი, თუკი ლენინი ხელისუფლებას ვერ დაეუფლებოდა და გერმანიას არ დაუზავდებოდა, მისი ადგილზე ყოფნა „ჭირის ბაცილასავით“ იმოქმედებდა რუსეთზე და ქაოსს გაავრცელებდა. .

ვლადიმირ ლენინი (Public domain)

როცა დროებითი ხელისუფლება გამოვიდა არა მხოლოდ ომის გაგრძელების, არამედ გერმანიაზე მასშტაბური თავდასხმისთვის მომზადების მოწოდებებით, მძაფრი უკმაყოფილება გამოვლინდა ქუჩებში. სანქტ-პეტერბურგში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომლის მოთხოვნა იყო ხელისუფლება სახალხო საბჭოებს გადმოებარებინათ დროებითი ხელისუფლებისგან, რომელიც, ბევრის აღქმით, რევოლუციის წინააღმდეგ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დროებითი მთავრობა თითქმის უძლური იყო შეიარაღებული, განრისხებული ჯგუფების წინაშე, ის არ დამხობილა და ხელისუფლება საბჭოებმა ვერ ჩაიგდეს ხელში. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა საბჭოს წევრს დაუძახა, „აიღე ხელისუფლება, შე ნაბიჭვარო, როცა ის გეძლევაო.“

სანქტ-პეტერბურგი

სასახლის მოედანი

1917
2017

დემონსტრანტები ომში მონაწილეობას უჭერენ მხარს. მათ მთავარ პლაკატზე ვკითხულობთ: „თავისუფლების სახელით [გააგრძელე] გერმანიზმის წინააღმდეგ ომი სრულ გამარჯვებამდე“. მაგრამ ომის მომხრე ძალები დასუსტდნენ, მას შემდეგ, რაც ივლისში გერმანიის წინააღმდეგ იერიში რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგებით დასრულდა.

1917 Photo: Sputnik

მოსკოვი

წითელი მოედანი

1917
2017

„სიკვდილის ქალთა ბატალიონის“ წევრები ფიცს დებენ ფრონტზე გაგზავნამდე. ქალთა ბატალიონების მიზანი იყო კაცების ნამუსზე აგდება და იძულება, გაეგრძელებინათ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლა.

1917 Photo: Sputnik

მოსკოვი

წითელი მოედანი

„სიკვდილის ქალთა ბატალიონის“ წევრები ფიცს დებენ ფრონტზე გაგზავნამდე. ქალთა ბატალიონების მიზანი იყო კაცების ნამუსზე შეგდება და იძულება, გაეგრძელებინათ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლა.

1917 Photo: Sputnik

მოსკოვი

წითელი მოედანი

1917
2017

ფრონტზე გაგზავნამდე სამხედროები აღლუმს აწყობენ. რევოლუციამ არმიის სულისკვეთება გატეხა, დისციპლინა ფრონტზეც ირღვეოდა და გახშირდა დეზერტირობა თუ ამბოხება. ერთ-ერთი მაღალი რანგის კომისარი, რომელიც შეეცადა დეზერტირთა ჯგუფს დალაპარაკებოდა, სასიკვდილოდ სცემეს. უკვე ივლისში, ზაფხულის ჰაერში ორთქლდებოდა იმედები დემოკრატიული და ჰუმანური რუსეთის შესახებ.

1917 Photo: Tass

სანქტ-პეტერბურგი

ნევის პროსპექტი

1917
2017

ბოლშევიკების მომხრეთა დემონსტრაცია სანქტ-პეტერბურგის ცენტრში.

1917 Photo: Shutterstock

სანქტ-პეტერბურგი

ნევის პროსპექტი

ბოლშევიკების მომხრეთა დემონსტრაცია სანქტ-პეტერბურგის ცენტრში.

1917 Photo: Shutterstock

იმ ფონზე, როცა თითქოს არავინ იჩენდა ძალაუფლების ხელში ჩაგდების ნებას, დისკრედიტებული დროებითი ხელისუფლების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად გამოჩნდნენ ლენინი და მისი ბოლშევიკები - რევოლუციონერი ექსტრემისტების ჯგუფები - თავიანთი მიზნით, დაემხოთ ძველი რეჟიმი და შეექმნათ ახალი სისტემა, რომელშიც მთელი პოლიტიკური ძალაუფლება მუშათა კლასის ხელში იქნებოდა. თავიანთი დაპირებით - „პური, მშვიდობა და მიწა“ - მოძრაობა ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას მეზღვაურებისა და სამხედროების რიგებში, რომელთა ხიშტებიც ძალაუფლების რეალური გასაღები იყო იმ ქაოსურ ზაფხულში.

სანქტ-პეტერბურგი

ზამთრის სასახლე

1917
2017

სამხედროები, რომლებსაც ზამთრის სასახლეში დროებითი ხელისუფლების დაცვა ჰქონდათ დავალებული. რამდენიმე დღეში იქ ლენინის ბოლშევიკების მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები და მეზღვაურები შეიჭრებიან.

1917 Photo: Tass

ლენინი, რომელმაც მანამდე რუსეთი კიდევ ერთხელ დატოვა ზაფხულის ძალადობის შემდეგ ძებნილად ქცევის გამო, რკინიგზის მუშად შენიღბული დაბრუნდა სანქტ-პეტერბურგში. მან დაიწყო ხელისუფლების დაუფლების გეგმის შემუშავება ფრთხილად ორგანიზებული სამხედრო ოპერაციის გზით.

ბოლშევიკების ქარიზმატულმა აქტივისტებმა შეძლეს მიემხროთ ასობით ჯარისკაცი და მეზღვაური, რომლებიც დათანხმდნენ ოპერაციაში მონაწილეობას. ის, რაც შემდეგ ოქტომბრის „რევოლუციის“ სახელით გახდა ცნობილი, სინამდვილეში გადატრიალებას უფრო ჰგავდა.

სანქტ-პეტერბურგი

წმ. ისაკის მოედანი

1917
2017

ეს კაზაკი სამხედროები, რომლებიც დროებითი ხელისუფლების ერთგულნი იყვნენ, მალე გაქრნენ ასპარეზიდან მას შემდეგ, რაც ქალაქის ქუჩებს მოედნენ ბოლშევიკებად ქცეული მეზღვაურები და ჯარისკაცები, რომლებმაც დაიკავეს საკვანძო მნიშვნელობის შენობები და ინფრასტრუქტურა.

1917 Photo: Getty Images

სანქტ-პეტერბურგი

წმ. ისაკის მოედანი

ეს კაზაკი სამხედროები, რომლებიც დროებითი ხელისუფლების ერთგულნი იყვნენ, მალე გაქრნენ ასპარეზიდან მას შემდეგ, რაც ქალაქის ქუჩებს მოედნენ ბოლშევიკებად ქცეული მეზღვაურები და ჯარისკაცები, რომლებმაც დაიკავეს საკვანძო მნიშვნელობის შენობები და ინფრასტრუქტურა.

1917 Photo: Getty Images

სანქტ-პეტერბურგი

სმოლნის ინსტიტუტი

1917
2017

26 ოქტომბერს დააპატიმრეს დროებითი ხელისუფლების ყველა წევრი, რომელიც გაქცეული არ იყო. სანქტ-პეტერბურგის ქუჩებს ბოლშევიკები დაეუფლნენ. ეს სამი კაცი იცავს გზას სმოლნის ინსტიტუტისკენ, სადაც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ლენინის შტაბ-ბინა იყო განთავსებული.

1917 Photo: Public Domain

მოსკოვი

გორკის პარკი

1917
2017

ბოლშევიკი მეომრები მოსკოვში. ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვიც ბოლშევიკი მებრძოლების კონტროლქვეშ იყო.

1917 Photo: Sputnik

მოსკოვი

გორკის პარკი

ბოლშევიკი მეომრები მოსკოვში. ნოემბრის დასაწყისში მოსკოვიც ბოლშევიკი მებრძოლების კონტროლქვეშ იყო.

1917 Photo: Sputnik

ლენინმა ხელთ იგდო ძალაუფლება, მაგრამ დაპირება, რომ გერმანიასთან მშვიდობას დაამყარებდა, ძალიან ძვირად, რუსეთის იმპერიის მოსახლეობის ერთ მესამედად და მრეწველობის სამ მეოთხედად, დაუჯდა. დამამცირებელმა ხელშეკრულებამ ლენინს და მის ბოლშევიკებს მნიშვნელოვანი ოპოზიცია გაუჩინა.

მოსკოვი

თეატრის მოედანი

1917
2017

ლენინი სიტყვით გამოდის მოსკოვის ცენტრში. 1918 წელს რევოლუცია სამოქალაქო ომში იყო გადაზრდილი ლენინის „წითელ“ ბოლშევიკებსა და „თეთრებად“ ცნობილ ძალებს შორის. რუსეთში ძალადობა მხოლოდ იწყებოდა.

1920 Photo: Public Domain

1917 წლის აგვისტოში ბოლშევიკურმა გაზეთმა რუსეთში ახალი ეპოქის დადგომა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ჩვენს მტრებს ასეულობით დავხოცავთ. თუნდაც ათასები შეგროვდნენ. დაე, ისინი საკუთარ სისხლში ჩაიხრჩონ. ლენინის სისხლისთვის... დაე დაიღვაროს ბურჟუაზიისა და მისი მსახურების სისხლი - მეტი სისხლი, იმდენი, რამდენიც შესაძლებელია.“