Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა თაობის სიბნელე და ცხოვრება ვაკუუმში


ავტორი: ნიკოლოზ ნანობაშვილი

ალბათ ცოტა ხმამაღალი იქნება ჩემი მხრიდან, დავწერო საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს მე ვხვდები ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერა, მაგრამ გადაწყვიტე მაინც მეთქვა ორი სიტყვა. ასე რომ დავიწყებ.

ალბათ ყველაფერი სკოლიდან იწყება, სადაც მოსწავლე საერთოდ ვერაფერს იღებს, გარდა ურთიერთობისა, რაც თავისთავად უმთავრესია ადამიანის ცხოვრებისთვის, თუმცა ვფიქრობ, სკოლა პირველ რიგში მოსწავლეს თავისუფალ აზროვნებას უნდა უყალიბებდეს. სკოლის დამთავრების დროს აბიტურიენტი უნდა იყოს ჩამოყალიბებული რა უნდა მომავალში, რომ გააკეთოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად არის, ყველა მოსწავლე პოტენციური სტუდენტია, ყოველ შემთხვევაში მშობლებს ასე მიაჩნიათ. ჰგონიათ, რომ საკუთარი შვილი უნდა იყოს იურისტი, ეკონომისტი თუ სხვა. ალბათ, სკოლა 12 წლიანი იმიტომ გახდა, რომ მოზარდი უკეთ ჩამოყალიბებულიყო და თვითონ გადაეწყვიტა, რა უნდოდა საკუთარი მომავლისთვის. ჩვენთან კი მივიღეთ გადავსებული უნივერსიტეტები და დაბნეული სტუდენტობა, რომლებმაც არ იციან რა უნდა გააკეთონ, როცა უნივერსიტეტს დაამთავრებენ.

სკოლის შემდეგ უნივერსიტეტის ცხოვრებაც, რომ ვერ ცვლის და აყალიბებს სტუდენტის აზროვნებას ესაა ალბათ ყველაზე რთულად აღსაქმელი და საზოგადოების პროგრესირების იმედსაც გიქრობს. რთულია, იყო დღეს სტუდენტი ისეთ გარემოში სადაც ხვდები, რომ სტუდენტობას საეთოდ არ აინტერესებს, აზროვნება და ფიქრი თავისუფლად, ყოველგვარი ჩარჩოების და სწორხაზოვნების გარეშე. არ მესმის, რატომ არ შეიძლება ისაუბრო ახალგაზრდა ადამიანმა იმაზე, რაც გაწუხებს შენ საკუთარ ქვეყანაში, რატომ ვერ ხვდება ამას ადამიანი.

ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ქართველებს და განათლებისთვის ალბათ დრო არ გვრჩება, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის ერთადერთი რამ რაც მოახდენს დადებით გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. რთულია ისაუბრო ამაზე რადგან აუცილებლად გეტყვიან, რომ რა დროს განათლებაა, ხალხის არსებობაზე ფიქრობს, უბრალოდ არსებობაზე, რასაც ცხოვრებას ნამვილად ვერ დავარქმევ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვწერ და არ ვარ ის კატეგორია, ვისაც ამ ქვეყანაში პრობლემა არ აქვს. პირიქით ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება ვისაც ჩემზე ნაკლები პრობლემა ექნება. თუმცა მაინც მგონია, რომ ყველაზე დიდ პრობლემას გაუნათლებლობა წარმოშობს.

ჩემი აზრით ახალგაზრდა ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს სწორად, პირიქით ბევრი უნდა ეშლებოდეს ბევრს უნდა სწავლობდეს ამ შეცდომებზე და არ აწუხებდეს იმაზე ფიქრი, უი ეხლა დიდი შეცომა დავუშვი და რას იტყვიან ამაზე სხვები. ბევრს უნდა ფიქრობდეს, ბევრ კითხვას უნდა სვამდეს და ბევრს კითხულობდეს, იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადობა წინ წავიდეს. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და იქ არსებულ მდგომარეობას თუ დავეყრდნობით, ამ თაობას ნამდვილად არ შეუძლია საზოგადოებაზე დადებითი გავლენნა მოახდინოს.

ბოლო დროს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და პრობლემატური საკითხი ამოტივტივდა ზედაპირზე, მნიშვნელობა არ აქვს ეს თემა ხელოვნურად წარმოიშვა თუ ბუნებრივად, მთავარი სხვა რამაა, 17 მაისის აქციამ, კარგად დაგვანახა, რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რა ახალგაზრდობაში. გარემოში, სადაც მამაოს აზრებით ცხოვრობენ, სადაც არ გააჩნიათ საკუთარი აზრი. დარწმუებული ვარ, ამ თემაზე იქ მყოფი ადამიანები, რომ დაფიქრებულებულიყვნენ, ნამდვილად არ მიიღებდნენ აქციაზე მისვლის გადაწყვეტილებას.

ჩემი აზრით, კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, ის არის, რომ კულტურა არ არსებობს ქვეყანაში, რაზეც თავისუფალ დროს დახარჯავდა ახალგაზრდა, ისედაც უამრავი თავისუფალი დრო აქვთ. არ არსებობს ისეთი რამ, რის გარშემოც ეს ახალგაზრდობა გაერთიანდებოდა, ისაუბრებდა, იფიქრებდა, დაგეგმავდა რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის პროგრესირებისთვის, ქვეყნის პროგრესირება კი საზოგადოების პროგრესზეა დამოკიდებული. ჩვენთან არსებობს ადგილი სადაც ერთიანდებიან ახალგაზრდები და ეს ეკლესიაა, სადაც სასულიერო პირი ალბათ პირდაპირი გაგებით ზღუდავს ახალგაზრდების შემწყნარებლურ აზროვნებას და ყველას ვინც კითხვას სვამს, ავტომატურად ცოდვილი ხდება. საკითხავია, რას ქადაგებს ჭეშმარიტად, მართლმადიდბლური მოძღვრება. მაგრამ ამას არაფერი ეშველება სანამ თავისუფალ აზროვნებას არ მივეჩვევით. დარწმუნებული ვარ თუ ვინმე ამას წაიკითხავს, აუცილებლად იტყვის, რომ ათეისტი ვარ, ქედმაღლურად გაიღიმებს და ჩათვლის რომ ცოდვილი ვარ, რომ ეშმაკი შემიჩნდა და მეტყვის, რომ „ნუ განკითხავ, არ განიკითხავენ“. ასეთებს, უბრალოდ ვეტყვი, რომ არ ვარ ათეისტი.

2013 წელია, 2014 დგება საათებში, ტექნოლოგიური განვითარება იმ დონეზეა, ალბათ არ არსებობს თანამედროვე სამყაროში ისეთი რამ, რაც ხელმიუწვდომელი იქნება ადამიანებისთვის საქართველოში. ხელმისაწვდომია ლიტერატურა, კინო, მუსიკა, ყველაფერი ის, რამაც შესაძლოა გაარღვიოს საზღვრები და ქართველ ახალგაზრდებს რაიმე დაანახოს, რაც მათ აზროვნებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მაგრამ ჩვენ ქართველი ახალგაზრდები საოცრებას ჩავდივართ და მაინც ვახერხებთ ვცხოვროთ ვაკუუმში, სადაც არამზადა პოლიტიკოსების იმედზე ვართ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG