Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ჰოვიკ აბრაჰამიანმა გამოაცხადა, რომ გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ჰოვიკ აბრაჰამიანმა გამოაცხადა, რომ გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ ეკონომიკური დაღმასვლისა და საპროტესტი აქციების გახშირების ფონზე. გვჭირდება ახალი მიდგომა და ახალი დასაწყისიო - უთხრა აბრაჰამიანმა მთავრობის წევრებს 8 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე. აბრაჰამიანის გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი გამოვიდა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივით. აბრაჰამიანი ორი წლის წინ ჩაუდგა სათავეში მთავრობას, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში სომხეთში ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის, რამაც გააძლიერა რუსეთის დახმარებაზე და ინვესტიციებზე დამოკიდებულება. სომხეთის მედიაში გამოთქმული ვარაუდით, აბრაჰამიანს შეცვლის კარენ კარაპეტიანი - გაზის გამანაწილებელი სახელმწიფო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი და ერევნის ყოფილი მერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG