Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: წელს 3470 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში


მიგრანტების გადარჩენის ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში. 2016 წლის 30 აგვისტო
მიგრანტების გადარჩენის ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში. 2016 წლის 30 აგვისტო

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, წელს 3740 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, ევროპაში მოხვედრის მცდელობისას. შარშან დაღუპულთა რიცხვმა 3771 შეადგინა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივნის, უილიამ სპინდლერის დღევანდელი განცხადებით, მსხვერპლის წლევანდელი მაჩვენებელი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გამო, რომ შარშან გაცილებით მეტმა ადამიანმა სცადა ხმელთაშუა ზღვით ევროპაში ჩასვლა. „თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან მილიონზე მეტმა ადამიანმა სცადა ხმელთაშუა ზღვის გავლა და დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც წელს, როცა სამჯერ უფრო ნაკლები შეეცადა, შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ არის გაზრდილი“, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივანმა. ამ სააგენტოს მონაცემებით, თუ 2015 წელს მილიონზე მეტმა მიგრანტმა სცადა ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მოხვედრა, წელს მათი რიცხვი 327 800 იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG