Accessibility links

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვენეციის ბიენალეზე


გამოფენისთვის მზადება თბილისის ისტორიის მუზეუმში

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები ვენეციის ბიენალეზე მაისში გამოიფინება, თუმცა ვიდრე ნამუშევრები ვენეციაში მოხვდება, დამთვალიერებელი მათ დღეს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში იხილავს, სახელწოდებით „Re-Think The Future”.

ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე სამხატვრო აკადემიის ათი მაგისტრანტი ნამუშევრებს ვენეციის ბიენალეს არტგამოფენის ადგილას, „პალაცო მორაში“, წარმოადგენს. ყოველ წელს გამოფენის თემატიკა ერთია - „პერსონალური სტრუქტურები“. სწორედ ამ კონცეფციას მიესადაგება ქართველ ხელოვანთა ფერწერული ტილოები, ვიდეოარტი და ინსტალაციები, რომლებიც ბიენალეზე ნოემბრის ჩათვლით დარჩება.

„თავისუფლების დილის“ ჩართვის სტუმარი, მხატვარი ნათია ბენაშვილი, დაგეგმილ გამოფენასა და ვენეციის ბიენალეზე გვესაუბრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG