Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განიადაგებული, მოუფერებელი საზოგადოება


ავტორი: რეზო ბაინდურაშვილი

გლობალიზაცია მოუშუშებელ ჭრილობად იქცევა მაში, როდესაც ხალხი არ არის მზად მის მისაღებად. განვითარებისკენ მსწრაფი საზოგადოება ზოგჯერ „მოუფერებელი“ რჩება. ხშირად ხალხი გამოხატავს უკმაყოფილებას ეკონომიკური სირთულეების, ახალგაზრდებში ძალადობის, ‘ქართველობის წართმევის’ შესახებ. უიმედობისას, ერი დაბნეულია თვითკმარ კეთილდღეობაში და ივიწყებს, რომ თვითონ არის საკუთარი უბედურების მიზეზი. მაშინ, როდესაც სოციალური ფენა სხვა ‘თანასწორობის წყლით’ მორწყულ ნიადაგზე აღმოცენდა და იაფი ცხოვრების გამოისობით ‘უნივერსალური’ ტოლერანტობის იდეებით გამოიკვება, ნათელია, რომ იგი უცხო გარემოში ‘მოუფერებლად’, მაშასადამე დაუფასებლად იგრძნობს თავს. ამ ვითარებაში კი აქტიურდება თავდაცვის ინსტიქტი და ორგანიზმი იწყებს ბრძოლას გადარჩენისათვის. საზოგადოებას, რომლის საჯარო გემოვნება აღრეულია და ინტერესები მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობებით პრიორიტეტდება, უძნელდება მოვლენის რაციონალური დიაგნოზირება. მაშინ, როდესაც ერს სურს საფუძველი ჩაუყაროს ჰუმანისტურ იდეებს და დავიწყებული აქვს ძველი წარსულის მადლმოსილება, მას რაციონალური მიდგომების კონსტრუირება უჭირს. სკეპტიციზმი ‘მოუფერებელი’ ერის სავიზიტო ბარათია, მაღალი ხელოვნება მტერია, რელიგია ‘მეგობარია’, სამსახური ბოროტებაა, მთავრობა ცუდად აღსაქმელია (თუ ნათესავი არაა). მსგავს ხალხში მაღალი საჯარო გემოვნების ადგილი ძნელად მოსაძებნია. არ არსებებს ჯანსაღი მიდგომები, თავისთავად არც იარსებებს მაგალითი. განიადაგებული ერი მაგალითებით ღარიბია, ის ყველა კითხვის პასუხს საკუთარ თავში პოულობს და ამით ცდილობს ‘ხორცს აამოს’. როდესაც საზოგადოების მატერიალიზებულ გემოვნებას ზნეობა შეცვლის და თითოეული ადამიანი შვილის მომავალს უცვლელ ფილიგრანულ მოვალეობად დაისახავს, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი ერმა განიცადოს მოფერებისაგან ესთეტიკური სიამოვნება. ‘ნაყიდი მდობა’ საჭმელის თანაფარდია, რომელიც მხოლოდ წამიერად ანაყრებს და ხანგრძლივ პერსპექტივაში ანგრევს ჯამრთელობას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG