Accessibility links

ახალი სამაუწყებლო განრიგი


ძვირფასო მეგობრებო!

21 სექტემბრიდან შეიცვალა რადიო თავისუფლების რადიოგადაცემების განრიგი. ეთერში ვართ ყოველდღე 10-დან 11-მდე ("დილის საუბრები"), 18:00-დან 18:30-მდე ("საღამოს თავისუფლება") და 21:00-დან 22:00-მდე ("ეხო კავკაზა"). გარდა ამისა, ზოგიერთი გადაცემის მოსმენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტით.

რადიოეთერის შემცირების გადაწყვეტილება უკავშირდება მთელს ჩვენს ორგანიზაციაში მიმდინარე სტრატეგიულ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ვიზუალური პროდუქციის მოცულობის გაზრდას, სოციალურ მედიაში ჩვენი როლის განმტკიცებას, ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვას და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG