Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის დისიდენტი, ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი


ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი
ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი

აშშ-ში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის უფლებადამცველი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოეტი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი. ის დიდი რუსი პოეტის, სერგეი ესენინის შვილი იყო. ესენინ-ვოლპინმა სახელი გაითქვა ლექსებით, რომლებშიც საბჭოთა რეჟიმს ამხელდა. მან 14 წელი გაატარა საბჭოთა საპატიმროებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში. ესენინ-ვოლპინი ითვლება საბჭოთა კავშირში ომის შემდგომი პირველი საჯარო პროტესტის ორგანიზატორად. ეს იყო აქცია მწერლების, ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის სასამართლო პროცესზე ინფორმაციის გავრცელების მოთხოვნით. ფსიქიატრიულ კლინიკაში ბოლო დაკავების შემდეგ, 1968 წელს ესენინ-ვოლპინი ემიგრაციაში წავიდა და შეერთებულ შტატებში დასახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG