Accessibility links

გარი კასპაროვი კვლავ მიიღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირში


გარი კასპაროვი

ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, წარსულში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გარი კასპაროვი კვლავ მიიღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირში. აშშ-ში, მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუიში საჭადრაკო ასპარეზობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ კასპაროვი ჩაერთვება სწრაფი ჭადრაკის ტურნირში, რომელიც 14-19 აგვისტოს გაიმართება.

54 წლის კასპაროვს ცხრა მეტოქე ეყოლება, მათ შორის მსოფლიოს ამჟამად ნომერი პირველი მოჭადრაკე, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი. კასპაროვმა 2005 წელს დაანება თავი დიდ ჭადრაკს და შეუერთდა რუსეთის ოპოზიციურ მოძრაობა „სხვა რუსეთს“. 2013 წელს მან რუსეთი დატოვა და განაცხადა, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ამ ქვეყანაში. 2014 წელს კასპაროვმა ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG