ქალის ცხოვრება დოჰასა თუ ლონდონში...
და ეს ცხოვრება ქართველი სტუდენტების თვალით დანახული. სამი განსხვავებული სამყარო - საქართველო, ყატარი და ბრიტანეთი. როგორ ცხოვრობენ და სწავლობენ ახალგაზრდა ქალები ამ ქვეყნებში? რა აქვთ საერთო და რა განასხვავებთ? გაცნობა, სიყვარული და სტერეოტიპების მსხვრევა საზღვრების ყველა შესაძლო მხარეს. ამ და ათას საინტერესო რამეზე საუბრობენ - თეკლა გაგოშიძე, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი ყატარის დედაქალაქ დოჰაში, და თათა ფრანგიშვილი, ლონდონის სამხრეთ სანაპიროს უნივერსიტეტის მაგისტრანტი. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
დაწერეთ კომენტარი