Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალთა ლექციები თანასწორობაზე


მწერალთა ლექციები თანასწორობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:45:34 0:00

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, წიგნის მაღაზია ”ბუქ სითიში” (ი.ჭავჭავაძის # 16) საჯარო ლექციების სერია იწყება. ლექციები ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხმაურება. პირველ ლექციას ხუთშაბათს, 13 ნოემბერს, 19 საათზე, პოეტი ირაკლი კაკაბაძე წაიკითხავს თემაზე: ”ტრადიციები, ადათ-წესები და კულტურა - გენდერული პარალელები (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი)”. ლექციები ტარდება პროექტის ”თემთა მობილიზება, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით. დასწრება თავისუფალია. დღევანდელი სტუმრები: სალომე ბენიძე - ქალთა საინფორმაციო ცენტრის კომუნიკაციის სპეციალისტი. დიანა ანფიმიადი - მწერალი. ირაკლი კაკაბაძე - მწერალი. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG