Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სად გვცალია ქალებს კინოს საყურებლად?..“


„სად გვცალია ქალებს კინოს საყურებლად?..“
please wait

No media source currently available

0:00 0:48:56 0:00

რატომ პასიურობენ ქალები და რატომ არის, რომ ნაკლებად ერთვებიან საარჩევნო პროცესში? არ აინტერესებთ? თუ არ იციან რატომ უნდა აინტერესებდეთ? ვინ უნდა ესაუბროს მათ ამის შესახებ და როგორ უნდა ესაუბროს? აღმოჩნდა, ამ პრობლემებზე გადაღებული ფილმი რომ ერთად ნახონ, ქალებს თავიანთთვის ერთი საათი ენანებათ - ოჯახს ამდენი ხნით როგორ მოვწყდეთო. ათასი მიზეზი და ამბავი, რომელიც ვერა და ვერ დაიძრა ადგილიდან. პროექტი „ქალის ხმა გადამწყვეტია“ და ხმებთან დაკავშირებული კიდევ მრავალი პრობლემა გადაცემაში „გენდერული  ამბები“. საუბრობენ თამარ გოგოლაძე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პროექტის კოორდინატორი და ამავე ცენტრის წარმომადგენელი მამუკა გაჩეჩილაძე. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG