Accessibility links

აბორტი - ქალის პირადი არჩევანის უფლება


აბორტის სრული აკრძალვა სერიოზული დაპირისპირების საგანი ხდება საზოგადოებაში. ამჯერად ამ საკითხთან დაკავშირებით მღელვარებაა პოლონეთში, სადაც უამრავი ქალი პროტესტის ნიშნად ქუჩაშია გამოსული. უკმაყოფილება კი მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევაში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლონელ ქალებს, რომლებიც აბორტის სრული აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან, საქართველოშიც უცხადებენ სოლიდარობას. მათ შორის არიან ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები ეკა იმერლიშვილი და ანა მაისურაძე. „გენდერულ ამბებში" სტუმრობისას ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აბორტის სრული აკრძალვის მომხრენი, ფაქტობრივად, ქალის უფლებებს უგულებელყოფენ. ეკა იმერლიშვილი და ანა მაისურაძე საქართველოში სელექციური აბორტების პრობლემებზე, საზოგადოებაში ოჯახის დაგეგმვის კულტურის, მოზარდებში კი რეპროდუქციული განათლების ნაკლებობაზეც საუბრობენ. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG