Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობისადმი


ახალგაზრდების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობისადმი
please wait

No media source currently available

0:00 0:45:30 0:00

ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავსა და თბილისში - 1180 რესპონდენტი გამოიკითხა იმის გასარკვევად, იცვლება თუ არა გენდერული სტერეოტიპებისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება. “სოციალური კვლევების ინსტიტუტის” მიერ გამოიკითხა 16-დან 30 წლამდე რესპონდენტი. რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა (96 პროცენტი) მიიჩნევს, რომ განათლების მიღება თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის, გამოკითხულთა 20 % კი ფიქრობს, რომ მიღებული განათლება ოჯახში ფულის შესატანად კაცს მეტად გამოადგება. ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე გენდერული სტერეოტიპებისადმი გადაცემაში „გენდერული ამბები“ ისაუბრებენ სტუმრები: შორენა ჭოხონელიძე - ISR სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი; სალომე ადამია - „ახალგაზრდა სოციალისტების“ თავმჯდომარე. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG