Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამპანია "პოლიტიკაSHE" - გენდერული კვოტის აუცილებლობაში დასარწმუნებლად


ქალთა საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო გენდერული კვოტის შესახებ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით "პოლიტიკაSHE“. კამპანია სალექციო კურსსა და ადგილებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. ლექცია-დისკუსიის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული კვოტების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კამპანიას, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამი საქართველო", ქალთა საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს. კამპანიასა და მის მიმდინარეობაზე გადაცემა „გენდერულ ამბებში“ საუბრობენ მაია ჩიტაია - ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრი; ნინო გამისონია - ქალთა საინიციტივო ჯგუფის წევრი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG