Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგო, ბიჭი და სასკოლო საგანი „მე და საზოგადოება“


გოგო, ბიჭი და სასკოლო საგანი „მე და საზოგადოება“
please wait

No media source currently available

0:00 0:49:16 0:00

გოგო და ბიჭი თანაბარი უფლებებითა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობებით უნდა სარგებლობდნენ სკოლაში; ისინი უნდა იცავდნენ როგორც საკუთარ, ასევე საზოგადოების სხვა წევრების უფლებებს და პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ ოჯახის წევრებს; ყველამ უნდა სცეს პატივი განსხვავებულ აზრს და დახმარების ხელი გაუწოდოს გაჭირვებაში მყოფთ – ეს და სხვა მსგავსი ღირებულებები, სპეციალისტების აზრით, ბავშვებმა სწორედ სკოლაში უნდა გაითავისონ. „გენდერულ ამბებში“ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ მესამე და მეოთხეკლასელი მოსწავლეებისთვის გამიზნულ სასკოლო საგანზე - „მე და საზოგადოება“, რომელმაც (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში) ძალიან დიდი ხმაური და ვნებათაღელვა გამოიწვია. გაქრა თუ არა საგნის სტანდარტის თავდაპირველი ვერსიიდან, მაგალითად, რელიგიური შემწყნარებლობისა და გენდერული თანასწორობის საკითხები, რას ფიქრობენ მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები და რა დგას ოპონენტების კრიტიკის უკან? - გადაცემის სტუმრები: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ასოციაცია „თანადგომის“ პროგრამების მენეჯერი სერგო ჩიხლაძე. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG