Accessibility links

„ქალები, როგორც ცვლილებების აგენტები"


სოციალური კამპანია „ქალები, როგორც ცვლილებების აგენტები" სასოფლო-სამეურნეო სფეროში ქალთა როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ამ კამპანიისა და მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრობენ „გენდერული ამბების" სტუმრები: მაია გრძელიშვილი, წარმომადგენელი კამპანიის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება", და თინა ბრეგვაძე, ბლოგერი. გადაცემაში ტელეფონით ფშავიდან ერთვება სოფელ შარახევის კოოპერატივის ხელმძღვანელი ლია გრძელიშვილი. კოოპერატივი, რომელიც ამ პროგრამის დახმარებით შეიქმნა, 9 ქალს და 6 კაცს აერთიანებს და ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავებითაა დაკავებული. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG