Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუ კაცი ვარ, მე უფროსი უნდა ვიყო ყველგან“


„თუ კაცი ვარ, მე უფროსი უნდა ვიყო ყველგან“
please wait

No media source currently available

0:00 0:45:00 0:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“ (გაეროს განვითარების პროგრამისა /UNDP/ და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით) ჩაატარა კვლევა „ქალები პარტიებში - მითების დეკონსტრუქცია“. „გენდერული ამბების“ სტუმარი, მენეჯერი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტისა „გენდერული თანასწორობისთვის“ მაკა მეშველიანი, იმ პროექტებზე ჰყვება, რომლებიც ქალთა პარტიებში დაწინაურებასა და ადგილობრივ არჩევნებში მათი მონაწილეობის წახალისებას ისახავს მიზნად. კვლევის ავტორი კი, სოციოლოგი გიორგი ურჩუხიშვილი, რომელმაც 4 საპარლამენტო პარტიის 35 წევრი გამოკითხა, ამბობს, რომ პრობლემაა კრიზისი თავად პარტიებში, სადაც დამკვიდრებულია პრინციპი - „თუ კაცი ვარ, მე უფროსი უნდა ვიყო ყველგან“. პარტიულ ცხოვრებაში გამოვლენილ ელიტურ მმართველობაზე საუბრისას იგი ასევე დასძენს: „თბილისელი კაცების მიერ იმართება ეს შენი ქართული პოლიტიკა“. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG