Accessibility links

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს უძლიერესთა ათეულში

24 ივნისს, ინგლისში დამთავრებულ 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმეს ტურნირის მასპინძლებმა. მათ ფინალში დამაჯერებლად სძლიეს ირლანდიას (45:21) და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიპოვეს ოქროს მედლები. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ამ ტურნირში პირველად მონაწილეობდა, მეცხრე ადგილისთვის შეხვედრა უმნიშვნელო სხვაობით დათმო ფრანგ თანატოლებთან (24:27) და საბოლოოდ მეათე ადგილზე გავიდა. მანამდე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში − 18:17. 2017 წელს 20 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. ფოტოგალერეაში ასახულია ეპიზოდები საქართველოს ნაკრების მონაწილეობით გამართული მატჩებიდან და სხვა საინტერესო მომენტები.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG