Accessibility links

საქართველოს მოტოციკლისტთა პირველი კლუბი

მათ აერთიანებს მოტოციკლეტების სიყვარული, შორი გზები და ცხოვრების სტილი, რომელიც ყველაფერზე მაღლა თავისუფლებას აყენებს. ეს გახლავთ საქართველოს პირველი კლასიკური მოტოციკლისტთა კლუბი Cross Riders MC. იგი ორი წლის წინ შეიქმნა თბილისში და ქვეყანაში მოტოციკლეტების პოპულარობის ზრდის გამოხატულებაა. მიუხედავად პირქუში იერისა, Cross Riders MC-ის წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მისი წევრები არ მონაწილეობენ დანაშაულებრივ საქმიანობაში. კლუბში მათ გახსნეს ბარი და ეპატიჟებიან ყველას, ვისაც კი მოტოციკლეტები უყვარს. ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ონიკ კრიკორიანმა ოთხი თვე გაატარა Cross Riders MC-ის წევრებთან ერთად. ეს ფოტოგალერეა ნაწილია მისი ახალი სერიისა ქართული სუბკულტურების შესახებ. კრიკორიანის სხვა ფოტოები მის ვებსაიტზე შეგიძლიათ მოიძიოთ: http://www.onnik-krikorian.com.

.
მეტი აჩვენე

ჩამოტვირთე მეტი

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG