Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავდათუაშვილის მეორე ოლიმპიური მედალი


"ბრინჯაო" ჩვენია - ლაშა შავდათუაშვილმა ბეჭებზე დასცა საგი მუკი (ისრაელი).
"ბრინჯაო" ჩვენია - ლაშა შავდათუაშვილმა ბეჭებზე დასცა საგი მუკი (ისრაელი).

24 წლის გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს პირველი მედალი შესძინა. რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე გორელმა ფალავანმა მესამე ადგილი დაიკავა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში.

პირველსა და მეორე წრეებში ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დამაჯერებლად სძლია კუბელ მაგდიელ ესტრადასა და შრილანკელ ჩამარა რეპიალაჟს, მეოთხედფინალში კი თავად დამარცხდა იაპონელ შოჰეი ონოსთან.

შავდათუაშვილმა ბრწყინვალედ იჭიდავა სანუგეშო ტურნირში: ჯერ წმინდად მოუგო რუს ძიუდოისტს, დენის იარცევს, შემდეგ კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ასევე „იპონით“ აჯობა ისრაელის წარმომადგენელს, საკი მუკის.

ამრიგად, ლონდონის „ოქროს“ ქართველმა ათლეტმა რიოს „ბრინჯაო“ მიამატა. ოქროს მედალი შავდათუაშვილის მძლეველს, შოჰეი ონოს ერგო. ფინალურ ორთაბრძოლაში მან აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი დაამარცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG