Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დაიწყო ქართული კინოს დღეები


ნიუ-იორკი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, 23 სექტემბერი, 2014.
ნიუ-იორკი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, 23 სექტემბერი, 2014.

"ელისო" ნიუ იორკში ისევ დაბრუნდა. ფილმი, რომლის პრეზენტაცია 1929 წელს ნიუ-იორკში შეცვლილი სახელით "კავკასიელი ქალი" გაიმართა თითქმის საუკუნის შემდეგ ისევ აქ ნიუ იორკში ბრუნდება და ქართული ფილმების რეტროსპექტივას ხსნის. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 45-მდე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი - ქართული უხმო კინო, საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა და ის თანამედროვე ქართული ფილმები რომლებმაც არაერთ უცხოურ ფესტივალზე წარმატება და აღიარება მოიპოვეს. რეჟისორი ელდარ შენგელაია პრეზენტაციას დაესწრო და მაყურებელს "ელისოს" შესახებ მოუთხრო.

"ეს დიდი მოვლენაა ქართული კულტურისთვის მთლიანად და არა მხოლოდ ქართული კინოსთვის. იმიტომ რომ პომპიდუს ცენტრში საფრანგეთში ჯერ კდიევ საბჭოთა კავშირის დროს იყო ასი ფილმი ნაჩვენები. იმის შემდეგ ასეთი დიდი რეტროსპექტივა არ გვქონია ქართველებს. ახლა ეს დაიწყება და რამდენიმე თვე გაგრძელდება და ამ მხრივ ალბათ ამერიკელებიც დაინტერესდებიან და ალბათ სხვაგანაც ჩატარდება ასეთი ფესტივალი"-განაცხადა მან.

საუკეთესო ქართული ფილმები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საორგანიზაციო ჯგუფმა შეარჩია. „საუკუნის პროექტზე“ მუშაობა თითქმის 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნიუ იორკის პარალელურად 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება შედგება ვაშინგტონსა და ბერკლიში. ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA , კალიფორნიის უნივერსიტეტი - ბერკლი, Pacific Film Archive. პრეზენტაცია ნიუ იოკრში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

" ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ დარბაზში ყოფნა. ქართული კინოს ზეიმის გამართვა ნიუ იორკში მეტყველებს ამერიკის როლზე მსოფლიოში და იმაზე რომ ჩვენს შორის არსებობს მუდმივი კავშირი. ქართული კინოინდისტრია 1907 წელს დაიბადა ჰოლივუდმა კინოს გადაღება კი 1910 წელს დაიწყო"-აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქართული კინოს დღეების დროს წარმოდგენილი იქნება ის ოთხი ქართული ფილმი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს არქივშია დაცული. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნიუ იორკში ისაუბრა:

"ოთხი მათგანი რომლის ჩვენებაც გაიმართბა აქ ამერიკული საზოგადოებისთვის ინახება და დაცულია იუსტიციის სამინიტროს ეროვნულ არქივში და მათ შენახვა შენარჩუნებაზე და ხარისხის დაცვაზე მუშაობენ ეროვნული არქივის თანამშრომლები. რათქმაუნდა ჩვენთვის დიდი სიამაყეა რომ ეს უნიკალური განძი ნაჩვენები იქნება შეერთებულ შტატებში."

"ელისოს"ჩვენებას ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.

XS
SM
MD
LG