Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ფეხბურთს ჯანი ინფანტინო უხელმძღვანელებს


ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კენჭისყრის შემდეგ
ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კენჭისყრის შემდეგ

ციურიხში, ფიფას რიგგარეშე კონგრესის მონაწილეებმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს - 45 წლის შვეიცარიელი ფუნქციონერი ჯანი ინფანტინო.

მას შემდეგ, რაც კენჭისყრის პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა (იქ გასამარჯვებლად აუცილებელი იყო ხმათა ორი მესამედის მოპოვება), დაინიშნა მეორე ტური იმავე ოთხი კანდიდატის მონაწილეობით. ინფანტინოს გარდა ესენი იყვნენ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი, ბაჰრეინელი შეიხი სალმან ალ-ხალიფა, იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ფიფას ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ფრანგი ჟერომ შამპანი (მეხუთე რეგისტრირებულმა პრეტენდენტმა, სამხრეთაფრიკელმა ტოკიო სექსუეილმა, თავისი კანდიდატურა ჯერ კიდევ კონგრესის დაწყებამდე მოხსნა).

კენჭისყრის მეორე ტურში 207 ხმა ასე განაწილდა: ინფანტინო - 104; ალ-ხალიფა - 88, ალ-ჰუსეინი - 4, შამპანი - 0.

ახალი პრეზიდენტის არჩევას წინ უძღოდა კორუფციასთან დაკავშირებული რამდენიმეთვიანი სკანდალი, რომლის შედეგადაც საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორეს ფიფას აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, შვეიცარიელი იოზეფ ბლატერი.

მსოფლიო ფეხბურთის ახალ ხელმძღვანელს აქამდე უეფას გენერალური მდივნის პოსტი ეკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG