Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 2015 წელი ყველაზე ცხელი წელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა


გაეროს მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2015 წელი იქნება ყველაზე ცხელი წელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. როგორც ორგანიზაციამ 25 ნოემბერს გამოაცხადა, მიმდინარე წელი იმდენად ცხელია, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - ის გაუსწრებს 2014-ს, როგორც ყველაზე ცხელ წელიწადს. მეტეროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, მიშელ ჯაროს თქმით, ეს „ცუდი ახალი ამბავია“ პლანეტისთვის. ამჟამინდელი სარეკორდო წლის, 2014-ის მონაცემებით, შარშან გლობალური მასშტაბით საშუალო ტემპერატურა იყო 14,57 გრადუსი ცელსიუსი. პარიზში 30 ნოემბერს დაიწყება კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 140-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებს შეკრებს. კონფერენციასთან დაკავშირებით, პარიზში, სადაც 13 ნოემბერს ტერაქტებმა შეიწირა 130 ადამიანი, უსაფრთხოების განსაკუთრებით მკაცრ ზომებს მიმართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG