Accessibility links

შინ დაბრუნებული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს


17ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში გადახდილი ორდღიანი სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, დაკრძალვის ცერემონია გაიმართა 25 ადამიანისა, რომლებიც სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უმოწყალოდ დახვრიტეს. მათ შორის, ვინც 24 წლის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახს, არიან: უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრები არშაველ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი და მათი თანამებრძოლები. საერთო სამარხის გახსნა, ნეშტების იდენტიფიცირება და გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისოკომიტეტის შუამავლობითა და დიდი ძალისხმევით მოხერხდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG