Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოს დახურვის გამოწვევები


2014 წლის ბოლოს ობამას ადმინისტრაციამ გუანტანამოს ციხიდან კიდევ 5 პატიმარი გადაიყვანა. 30 დეკემბერს დეკემბერს პენტაგონმა 3 იემენელი და 2 ტუნისელი პატიმრის ყაზახეთში გადაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება. შარშან ციხე სულ 28 პატიმარმა დატოვა, რაც 2009 წლიდან მოყოლებული ყველაზე დიდი რიცხვია.​

კითხვაზე ხომ არ აჩქარებს პატიმრების გადაყვანის პროცესს ადმინისტრაცია, თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ გუანტანამო პრიორიტეტული საკითხია:​

“გუანტანამოს ციხიდან უკლებლივ ყველა პატიმრისგადაყვანა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, ამბობს ერნესტი.​

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბარაკ ობამას არაერთხელ დაუდია პირობა გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ.

2013 წლის მაისში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში კონტრტერორიზმზე საუბრისას ობამამ გუანტანამოს ციხეს მსოფლიოს თვალში ამერიკის მიერ კანონის უზენაესობის დაცინვის სიმბოლო უწოდა.​

“ჩემი ადმინისტრაციის მიერ ალ-ყაიდას ლიდერების ულმობელი დევნის გათვალსწინებით, არ არსებობს მიზეზი, რომლითაც კონგრესი ხელს შეუშლის ციხის დახურვას, რომელიც არც არასდროს უნდა გახსნილიყო,” განაცხადა ობამამ.

გუანტანამოში დარჩენილი 127 პატიმრის ციხიდან გათავისუფლებაზე რთული 2010 წელს მიღებული კანონის შეცვლაა, რომელიც პატიმრების შეერთებულ შტატებში გადაყვანას კრძალავს.​

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთს პოლიტიკის ინსტიტუტის კონტრტერორიზმის მკვლევარის - მეთიუ ლევითის თქმით გუანტანამოს პატიმრების ამერიკაში გადმოყვანა თავიდანვე პოლიტიზირებული თემა იყო:​

“ამერიკის სასამართლო სისტემა გამართულია, ისევე როგორც პენიტენციალური სისტემა.არა მგონია ამერიკული საზოგადოებისთვის პატიმრების აქ ყოფნა რამე დამატებით რისკს წარმოადგენდეს. ეს თემა პოლიტიკურ ფეხბურთად იქცა,” ამბობს ლევითი.

კიდვე ერთი რამ, რაცგუანტანამოში შემცირებული პატიმრების შენარჩუნებას ართულებს ხარჯებია. წლიურად ერთი პატიმრის შენახვა დაახლოებით 3 მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება.

ლევითი მიიჩნევს, რომ კანონმდებლებმა ციხე არა ხარჯების, არამედ იმის გამო უნდა დახურონ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

XS
SM
MD
LG