Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა „გუგლს“ სარეკორდოდ დიდი ჯარიმა დააკისრა


ევროკავშირმა სარეკორდოდ დიდი ჯარიმის, 2,42 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა გიგანტურ საინტერნეტო კომპანია „გუგლს“ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისათვის. ეს თანხა შეადგენს „გუგლის“ 2016 წლის საქონელბრუნვის 3%-ს.

ევროკომისიამ შვიდი წლის წინ დაწყებული გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ „გუგლის“ საძიებო სისტემა სისტემატურად აქცევდა გამოსაჩენ ადგილას საკუთარი სავაჭრო მომსახურების შეთავაზებებს და ნაკლებად გამოსაჩენ ადგილებს უთმობდა კონკურენტებს.

კომისია „გუგლს“ მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ამგვარ მოქმედებას და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას დამატებით ჯარიმებს დააკისრებს.

„გუგლს“ შეუძლია, გაასაჩივროს ეს ვერდიქტი. ევროკომისია „გუგლის“ მიმართ გამოძიებას აწარმოებს კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG