Accessibility links

ჰავაის შტატი გეგმავს, გაასაჩივროს პრეზიდენტ ტრამპის ახალი ბრძანებულება


აშშ-ის ჰავაის შტატი გეგმავს, გაასაჩივროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ბრძანებულება, რომელიც გულისხმობს ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისა და ლტოვილებისთვის დაწესებულ დროებით აკრძალვას აშშ-ში ჩასვლაზე. ჰავაის ხელისუფალთა განცხადებით, 8 მარტიდან ისინი დროებით შეაჩერებენ ტრამპის ბრძანებულების მოქმედებას. თეთრმა სახლმა ამ კვირაში გამოსცა ახალი ბრძანებულება, რათა ჩაენაცვლებინა ამავე ბრძანებულების პირველი ვერსია, რომელსაც სამართლებრივი წინააღმდეგობა მოჰყვა აშშ-ის რამდენიმე შტატისგან. მათ შორის ჰავაი არ ყოფილა. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 6 მარტს ხელმოწერილი ბრძანებულებით, შეჩერდა იემენის, ირანის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეთათვის 90 დღის განმავლობაში ახალი ვიზების გაცემა, თუმცა ბრძანებულებაში ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე აქვთ ვიზები, შეუძლიათ აშშ-ში მოგზაურობა. განახლებული კანონი ძალაში შედის 16 მარტს და ის არ შეხება ერაყელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG