Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰერითიჯის ფონდმა" ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა


Economic Freedom Index 2015
Economic Freedom Index 2015

"ჰერითიჯის ფონდმა" ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. გამოკვლეულ 186 ქვეყანას შორის 73.0 ქულით საქართველო 22-ე ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონულ კვლევაში, რომელმაც 43 ქვეყანა შეისწავლა, საქართველომ წელს მე-11 ადგილი დაიკავა. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მაჩვენებელი წელს 0.4 ქულით გაუმჯობესდა, თუმცა ასევე დაფიქსირდა უკუსვლა რამდენიმე მიმართულებით.

საკუთრების უფლების დაცვის მხრივ საქართველოს 40 ქულა აქვს, კორუფციიდან თავისუფლების მხრივ 49, ხოლო ფისკალური თავისუფლების მხრივ კი 87.2.

ბიზნესის, დასაქმებისა და ვაჭრობის თავისუფლების სფეროებში რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო 88.6, 79.9 და 88.6 ქულით ლიდერობს. სავალუტო თავისუფლების მხრივ 82.7 ქულით საქართველო მხოლოდ ბოსნია-ჰერცოგოვინას ჩამორჩება. ფონდის ანგარიშში საქართველოში ფინანსური თავისუფლება 60 ქულითაა შეფასებული.

შარშანდელ ანგარიშთან შედარებით, საქართველოში მდგომარეობა ბიზნესის, სავალუტო და კორუფციისგან თავისუფლების სფეროებში გაუმჯობესდა, ხოლო ვითარების გაუარესება ფისკალურ და დასაქმების მიმართულებით დაფიქსირდა. საკუთრების უფლების დაცვის მხრივ, ვითარება გასული წლის შემდეგ უცვლელია და ის 40 ქულით ფასდება. ანგარიში ასევე აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა კვლავ სუსტია, თუმცა კორუფციის აღქმის მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

წელს, საქართველომ 21 წლის განმავლობაში საუკეთესო ქულა მიიღო. ამით ქვეყანამ „ნაწილობრივ თავისუფალიდან“ „მეტწილად თავისუფალი“ ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

XS
SM
MD
LG