Accessibility links

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში


ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. აქციის ლოზუნგი იყო ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს.” აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოში მატულობს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს კიდევ უფრო აღვივებს ხელისუფლების უმოქმედობა და ხშირ შემთხვევაში, სწორედ პოლიტიკოსები აღვივებენ ზიზღს და აგრესიას ლგბტ ადამიანების მიმართ.აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ სამართალდამცავები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე უშვებდნენ მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს. პარალელურად თბილისში მიმდინარეობდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებული, ოჯახის სიწმინდის დღის აღმნიშვნელი მსვლელობა. მისი მონაწილე სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარლამენტის შენობიდან დაიძრა მთავრობის ადმინისტრაციისკენ, თუმცა, პოლიციელებმა არ მისცეს ტერიტორიაზე შესვლის უფლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG