Accessibility links

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ გმობს რუსეთში სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას


უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აცხადებს, რომ რუსეთმა დააწესა ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების არსებითი შეზღუდვა და ეწევა ინტერნეტში მოქმედების აგრესიულ თვალთვალს, ამასთან, მოსკოვი, ექსტრემიზმთან ბრძოლის საბაბით სდევნის მის მიმართ კრიტიკულ პირებს. 18 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსეთის მთავრობა ამ ზომებით ცდილობს ინტერნეტი უფრო დიდ სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებაროს. ანგარიში, სახელწოდებით: „ინტერნეტსა და ყველა ფრონტზე, რუსეთის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე“, გვამცნობს, რომ 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი მისცეს უკანონოდ პასუხისგებაში სოციალურ მედიაში მათი პოსტების, ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოების, სტატიების და ინტერვიუების გამო. კრემლმა ასევე დახურა და დაბლოკა ასეულობით საინტერნეტო საიტი. რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო წლებში შეიმუშავა რეპრესიული კანონები, რაც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, შეზღუდოს იმგვარი ინფორმაციის მოპოვების გზები, რომელსაც მთავრობა მიიჩნევს ექსტრემისტულად, ან „ტრადიციული ფასეულობებისთვის“ მიუღებლად, რითაც, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანახმად, რუსეთის მთავრობა ღიად არღვევს ადამიანის უფლებებს. ანგარიში ეფუძნება ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან, უფლებადამცველებთან,ბლოგერებთან და მათ ნათესავებთან საუბრებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG