Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW დავით სერგეენკოსთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW დავით სერგეენკოსთან
please wait

No media source currently available

0:00 0:40:48 0:00

რას გულისხმობს ჯანდაცვის რეფორმის „მეორე ტალღა“? რის მიხედვით განისაზღვრებიან მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოდაზღვევა აღარ მოიცავს - სტატუსით თუ შემოსავლით? მაშინ, როცა ოჯახთა მხოლოდ სამი პროცენტის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს, რამდენად მართებულია მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო დიდ თანხას ხარჯავს „მდიდრების“ დაზღვევაზე? შევა თუ არასახელმწიფო დაზღვევის პაკეტებში მედიკამენტები, რომელთა მზარდი ფასებიც უმწვავეს პრობლემას უქმნის ხელმოკლე მოქალაქეებს, პენსიონერებს? რა პასუხი აქვს მინისტრს არაერთი ფსიქიატრის მოსაზრებაზე, რომ ამ სფეროში ვითარება ისევ უბრუნდება დიდი ინსტიტუტების მოდელს, რომელიც აძლიერებს მოქალაქეების სტიგმასა და საზოგადოებიდან მათს გარიყვას? რა კეთდება საიმისოდ, რომ საავადმყოფოთა მფლობელობის მოდელში შემოვიდეს დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული, არაკომერციული ფორმა? რატომ იხარჯება სარეზერვო ფონდიდან ათობით მილიონი ლარი გასართობ ღონისძიებებზე და რატომ იღებენ მოხელეები დიდძალ სახელფასო დანამატებს მაშინ, როცა ყოველი მეხუთე ბავშვი ჯერაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო სახელმწიფო შემწეობას1,6 მილიონამდე მოქალაქე ითხოვს? როდის დაიცავს სახელმწიფო მოქალაქეებს სამუშაო ადგილებზე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეებისგან? რა აქვს სათქმელი სამინისტროს რუსთავის „აზოტის“ ქარხნიდან მოულოდნელად გათავისუფლებული 350 მუშის, ან „ბავშვთა სამყაროს“ ტეროტორიაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მძიმედ დაზარალებულთათვის? ამ და სხვა თემებს ეხება გადაცემა „ინტერVIEW“-ს წამყვანის, სალომე ასათიანის საუბარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან.

XS
SM
MD
LG