Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW დავით უსუფაშვილთან


დატოვა თუ დაატოვებინეს მმართველი კოალიცია რესპუბლიკურ პარტიას? როდის და რატომ სთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილს პრემიერის პოსტს და რატომ ვერ განხორციელდა ეს ჩანაფიქრი? რატომ ურიგდებოდა რესპუბლიკური პარტია − ლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია − ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში მუშაობას? რით ხსნის ვეტერანი პარტია ტრადიციულ დაბალ რეიტინგს სოციოლოგიურ გამოკითხვებში? რა გააკეთა პარტიამ საიმისოდ, რომ ელექტორატში უფრო მეტად მოეკიდა ფეხი ინდივიდუალური თავისუფლების, ლიბერალიზმის, ტოლერანტობის ღირებულებებს, ბიძგი მისცემოდა ეთნონაციონალისტური შოვინიზმისა თუ რელიგიური პოპულიზმის კრიტიკულ გააზრებას? როგორ კოალიციაში მოიაზრებს თავს საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში? რატომ სდებს კოალიცია „ეს შენ გეხება“ ბრალს, სხვათა შორის, რესპუბლიკელებსაც ე.წ. „მოსმენების კანონის“ შეცვლის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში? ამ და სხვა საკითხებს ეხება სალომე ასათიანის ინტერVIEW რესპუბლიკური პარტიის ლიდერთან დავით უსუფაშვილთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG