Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერფი: იმედია, საქართველო ახლო მომავალში ნატოს წევრად გახდომას შეძლებს


სენატორი ქრისტოფერ მერფი
სენატორი ქრისტოფერ მერფი

კითხვაზე თუ რა იყო სენატორთა მიზანი, როცა ცოტა ხნის წინ „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტით 2012“ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო „ნატოს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად“ აღიარეს, ასევე რა შედეგი მოჰყვება ამ კანონპროექტის დამტკიცებას საქართველოსთვის, გავლენიანმა სენატორმა ქრისტოფერ მერფიმ, ტირანაში ოფიციალური ვიზიტისას "ამერიკის ხმის" ალბანურ რედაქციას განუცხადა:

მერფი: "უკრაინისთვის და ასევე საქართველოსთვის ახლა კრიტიკული დროა. საქართველო ძალიან ფრთხილად აკვირდება იმას, რაც უკრაინაში ხდება. ბევრ ჩვენთაგანს სჯერა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნათელი გზავნილის მიწოდება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, იმის შესახებ, რომ ხანგრძლივი სამხედრო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუნდაც ნატოს ოფიციალური სტრუქტურის ფარგლებს გარეთ. ნატოს საკუთარი პროცესი აქვს, რომლის გავლაც აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, საქართველოს წევრად გახდომის მიღწვევა შეუძლია, სულ მცირე, სამოქმედო გეგმის მიღება მაინც. აშკარაა, სანამ ნატოს მომავალ წევრობაზე რეალური საუბარი დაიწყება, უკრაინა მიმდინარე კრიზისს უნდა გაუმკლავდეს.

მაგრამ ახლა, გზავნილის მიწოდება შეგვიძლია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონში ახალი სტატუსის განსაზღვრის დაწყებით, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც, სამხედრო დაგეგმვასა და ინვესტირებაში ხანგრძლივ თანამშრომლობას ვაპირებთ"-აცხადებს სენატორი ქრის მერფი და აგრძელებს, რომ დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინას ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მოწინავე შეიარაღებული ძალების შეჩერების შესაძლებლობა ოდესმე ექნება. " მაგრამ, უკრაინის სამხედრო ძალები დაფინანსების და კადრების საშინელ ნაკლებობას განიცდიდა. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჯარი საშინლად გაუწვრთნელი იყო. შეერთებული შტატები უკრაინის ან საქართველოს ომებში მათ ნაცვლად ბრძოლას არ აპირებს. მათ ნატოს დაცვა არ ექნებათ, სანამ ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ, მაგრამ ჩვენ უფრო ღრმა სამხედრო თანამშროლობა შეგვიძლია გვქონდეს და ეს კანონი სწორედ ამის იმედით მივიღეთ"-განაცხადა სენატორმა ქრის მერფიმ.

ქრისტოფერ მერფი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელია. ვიზიტი ბალკანეთის სახელმწიფოებში მან მიმდინარე კვირას განახორციელა.

XS
SM
MD
LG