Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი იზორია და გიორგი ბაბუნაშვილი მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებაზე


31 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ირაკლი იზორია, ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი და გიორგი ბაბუნაშვილი, "CRRC-საქართველოს" მკვლევარი. მათ ილაპარაკეს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობებზე საქართველოში. ირაკლი იზორიას თქმით, მათ გადაწყვიტეს დეტალურად შეესწავლათ მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანასთან დაკავშირებული ხარვეზები, რომლებიც ზედაპირული დაკვირვებითაც თვალსაჩინოა. გამოკვლევის ფარგლებში შეისწავლეს საკითხის სამართლებრივ-ინსტიტუციური საფუძვლები. ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავის პარტნიორ ორგანიზაცია "CRRC - საქართველოსთან" ერთად გამოიკვლია მგზავრების, მძღოლების, ავტოსადგურების ადმინისტრაციების შეხედულებები და შეფასებები. "დილის საუბრების" სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ხარვეზები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას ბევრი მგზავრის მიერ მწვავედ არ აღიქმება და მათი ნაწილი პრობლემად არ აღიქვამს, მაგალითად, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. გამოკვლევის ფარგლებში გამოიყენეს მძღოლებზე ანონიმური მონიტორინგის პროგრამა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ მძღოლების 96% მანქანის მართვისას სახიფათო ქცევით გამოირჩეოდა. გამოკვლევის საფუძველზე მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი. გადაცემაში ლაპარაკი იყო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის სფეროში დერეგულაციის, მონიტორინგის აღსრულების არაეფექტიანობისა და არარეგისტრირებული გადამზიდავების - ე.წ. "ხიშნიკების" არსებობა.

XS
SM
MD
LG